26/05/2026
დიდება საქართველოს 🇬🇪
დიდება თავსუფლებას 🇬🇪
დიდება გმირებს 🇬🇪
პარტია ფედერალისტების აჭარის ორგანიზაცია
26/05/2026
დიდება საქართველოს 🇬🇪
დიდება თავსუფლებას 🇬🇪
დიდება გმირებს 🇬🇪
23/05/2026
წარმოიდგინეთ, როგორი მაგარი საქართველოს შექმნა შეგვიძლია, რომ არა ეს ხელისუფლებად წოდებული ბოროტი რეჟიმი ❤️🇬🇪
"კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია
კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ.
[.....] თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო."
©️ ილია ჭავჭავაძე
#თანასწორობა
გიგა ბოკერია ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ.
👇
21/04/2026
🗝️🗝️🇬🇪
იშვიათი დაავადებები - ჩვენი ხედვა | ფედერალისტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, იშვიათ დაავადებად მიიჩნევა დაავადება, რომლის გავრცელების სიხშირე 1:2000-....
17/04/2026
🗝️🗝️
რამდენად ახლოს ვართ ცვლილებასთან? - თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პოლიტიკა და მიმდინარე პროცესებიქართული კონსერვატიზმიავტოკრატიული რეჟიმის ცვლილება საქართველოშ....
31/03/2026
ყველაზე დიდებული და ძვირფასი დოკუმენტი რაც ბოლო ათწლეულებში დაბეჭდილა საქართველოში 🇬🇪
დიდება თავისუფლებას!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს 🇬🇪
17/03/2026
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის სამწყსოს.
02/03/2026
დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.
ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:
• ერთობა ერთფეროვნების გარეშე:
ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.
• დემოკრატიული ალტერნატივა:
პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.
• პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი:
მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.
შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე.
შეთანხმების დოკუმენტს შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ აქ:
https://shorturl.at/gIUY3
🗝️🇬🇪🇬🇪