03/06/2026
ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქალაქში ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის „აზდაკის ბაღის“ დასის წარმოდგენა გაიმართა.
დასმა ფოთელ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე ვხედავ მზეს“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის საკუთარი, გამორჩეული ინტერპრეტაცია წარუდგინა.
სპექტაკლს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია ესწრებოდნენ.
„აზდაკის ბაღი“ უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს და მის შემოქმედებით გუნდში 14 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობი ირიცხება. დასი თავისი საქმიანობით არა მხოლოდ თეატრალურ ხელოვნებას ემსახურება, არამედ საზოგადოებაში ინკლუზიის, თანასწორობისა და ადამიანური შესაძლებლობების წარმოჩენასაც უწყობს ხელს.
02/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა.
კვირეულის ფარგლებში ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
სკოლებში ღონისძიებები არაფორმალური განათლების მეთოდებით წარიმართა და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებსა და თემებს.
საბავშვო ბაღებში აქტივობები შემოქმედებითი, სახალისო და მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარდა.
კვირეული ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.
კვირეულის მიზანს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობა წარმოადგენდა.
ფოთის მერია მადლობას უხდის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას და ყველა ბავშვს აქტიური ჩართულობისა და ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
#გაუღიმეშენსქალაქს
01/06/2026
ბავშვთა დაცვის დღე ფოთში✨️
#1ივნისი
#გაუღიმეშენსქალაქს
01/06/2026
2-3 ივნისს, 15:00 საათზე, ფოთში „თეატრალური ფესტივალი მოსწავლეებისთვის“ გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის საჯარო და კერძო სკოლები, რომლებიც წარმოადგენენ ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ჩატარების ადგილი: არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი, ქალაქი ფოთი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №4.
01/06/2026
2 ივნისს, 18:00 საათზე, გიწვევთ ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლზე „მე ვხედავ მზეს“.
წარმოდგენა ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
გელით სპექტაკლზე!
01/06/2026
ფოთმა, ევროპის თასის გათამაშებას „დრაგონ ბოათში“ უმასპინძლა.
საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ფოთის გუნდსაც, რომელმაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, მსოფლიოს დრაგონ ბოათის ფედერაციისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
01/06/2026
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გიწვევთ საბავშვო დღესასწაულზე!
ღონისძიების პროგრამა:
15:00 საათი
საზეიმო მსვლელობა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მარშ ბენდის თანხლებით;
მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა (ხიდი აღმაშენებლის ქუჩასა და თავდადებულის კვეთაზე) ;
ფოთის ცენტრალური პარკი:
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ატრაქციონები იმუშავებს უფასოდ 12:00 - 22:00 სთ-მდე.
15:15 -17:15 საათი
ანიმატორები და ზღაპრის გმირები;
15:20 – 19:30 საათი
კონცერტი -ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-შემოქმედებით ტურნე; საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია; შემოქმედებითი პერფორმანსები;
საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სივრცე-ნავების მასტერკლასი ბავშვებისთვის, სამაგიდე თამაშები, სახის მოხატვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა;
აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა გამოფენა, სახის მოხატვა;
მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული ხატვის სტუდია ,,მზესუმზირების“ აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა, მასტერკლასი;
ნორჩ სალონელთა პერფომანსი - ,,მზისფერი სიმღერების ქალაქი“ - ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება;
UCMAS Poti -ის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია/ღია კარის დღე;
ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
15:20 -17:00 საათი
სპორტული სანახაობები;
სამაგიდო თამაშების კუთხე (ჭადრაკი, ნარდი, შაში);
19:30-21:30 საათი:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ბენდი "გრიფი" ;
არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელთან არსებული ჯაზ ბენდი "PJ BAND";
გელოდებით პატარებს, ხალისიანი და ბედნიერი დღის გასატარებლად!
#გაუღიმეშენსქალაქს
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიწვევთ საბავშვო დღესასწაულზე!

31/05/2026
ფოთის მერიის მხარდაჭერით, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მეორედ მასშტაბური სპორტული ღონისძიება „ფოთიმარათონი“ ჩაატარა.
მარათონში მონაწილეობა მიიღო 600-მა მორბენალმა 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 241-მა უცხოელმა მონაწილემ.
წელს ღონისძიებას 100 პატარა მორბენალიც შეუერთდა, რადგან მარათონის ფარგლებში ბავშვთა გარბენიც გაიმართა.
„ფოთიმარათონში“ მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
ფოთი მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს - მონაწილეები ფარავენ 5-კილომეტრიან, 10-კილომეტრიან და 21, 097 -კილომეტრიან მონაკვეთებს.
„ფოთიმარათონი“ საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
მადლობა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს - ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს" აღნიშნული ინიციატივისა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის.