01/06/2026
ფოთში „დრაგონ ბოათში“ ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ღირსეული შედეგი აჩვენა ფოთის გუნდმაც, რომელმაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მსოფლიოს დრაგონ ბოათის ფედერაციისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები, ასევე დაინტერესებული პირები დაესწრნენ. გამარჯვებული გუნდები საზეიმოდ დააჯილდოვეს
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია საბჭოს წევრებთან ერთად ბავშვთა ცენტრს ეწვია.
სტუმრებმა ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს.
ვიზიტის ფარგლებში საბჭოს წევრებმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
28/05/2026
დღეს, 2026 წლის 28 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეხუთე გეგმიური სხდომა გაიმართა. მიღებული იქნა შვიდი განკარგულება და ოთხი დადგენილება.
27/05/2026
ფოთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ოქროსმედალოსანი მოსწავლეებისა და კოლეჯ „ფაზისის“ წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ და ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვეს.
2024–2025 სასწავლო წლის 41 საუკეთესო კურსდამთავრებულს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.
27/05/2026
2026 წლის 28 მაისს 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის, სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეხუთე გეგმიური სხდომა. მისამართი: დავით აღმაშენებლის ქუჩა №12.
დასწრება თავისუფალია.