03/06/2026
#ცოცხალიწიგნები
მ. ბალანჩივაძის სახელობის N1 სამუსიკო სკოლაში პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ავტორებთან შეხვედრა.
📖 მონაწილე ავტორები:
• ცირა ყურაშვილი
• გაგა გომართელი
• აკაკი გაბრიჭიძე
• სოფიო გოგოლაძე
25/03/2026
#ქუთაისი2026
📚✨
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით, ქუთაისი- იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში, გაიმართა პოეზიის საერთაშორო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ვეფხისტყაოსანი” — ჩვენი საუნჯე“.
📃ღონისძიების ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთამამშრომლობის მემორანდუმი.
📚✨ With the support of Kutaisi City Hall and the Kutaisi State Historical Museum, within the framework of Kutaisi’s status as a UNESCO City of Literature, an event dedicated to International Poetry Day titled “The Knight in the Panther’s Skin — Our Treasure” was held.
📃 As part of the event, a memorandum of cooperation was signed between Kutaisi City Hall and the Kutaisi State Historical Museum.
03/12/2025
#ქუთაისი2025
#ქართულიწიგნისილუსტრაცია
01/12/2025
🔸 ქ. ქუთაისის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, მოწვეული დელეგატები სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში.
29/11/2025
🔸 ქ.ქუთაისის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა გამოფენა- „ქუთაისური ფოლიანტები’’.
📖 წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული ძველი ქართული და უცხოენოვანი წარმომავლობის ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და იშვიათი გამოცემების ნიმუშები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო X-XIX საუკუნეებს.
29/11/2025
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა - „ ქართული წიგნის ილუსტრაცია“ მოეწყო.
ფესტივალის მონაწილეებმა და სტუმრებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციებში დაცული ქართული წიგნის გრაფიკული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები დაათვალიერეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ილუსტრაციები.