ვანის მუნიციპალიტეტის მერია

ვანის მუნიციპალიტეტის მერია

Share

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

Photos from ვანის მუნიციპალიტეტის მერია's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე მოადგილეებთან ერთად.
გასართობი პროგრამის ფარგლებში მოწვეულები იყვნენ ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური გმირები და ჯამბაზები. ბავშვების ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა ტიპის მხიარული შეჯიბრებები და აქტივობები.

01/06/2026
Photos from ვანის მუნიციპალიტეტის მერია's post 26/05/2026

ვანის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ მებრძოლთა მომერიალის შემკობით დაიწყო.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ყვავილებით შეამკო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. ალექსანდრე გოგორიშვილმა აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის იმ ადამიანების ღვაწლი და თავდადება, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის და ქრისტიანობის დაცვისათვის თავი გაწირეს.
ვანის მერი დაღუპულთა მემორიალზე მერის მოადგილეებთან გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა გიორგაძესთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.

Photos from ვანის მუნიციპალიტეტის მერია's post 25/05/2026

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძემ სოფელ დუცხუნში მცხოვრებ მანია ჯულაყიძეს 101 წლის იუბილე მიულოცეს და იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
მანია ჯულაყიძეს 6 შვილი, 13 შვილიშვილი , 26 შვილთაშვილი და 8 შვილთაშვილიშვილი ჰყავს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ იუბილარს საჩუქრად 2000 ლარი გადასცა.

Photos from ვანის მუნიციპალიტეტის მერია's post 22/05/2026

ვანში სკრინინგის კამპანიის ფარგლებში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.
ადგილობრივებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი. კვლევები ადგილზე, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა თანამედროვე მეთოდებით ჩაატარა.
გამოკვლევების შედეგად რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ დამატებითი დიაგნოსტიკა და მიიღონ შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების მართვა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, ხოლო B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ.
აქცია ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

22/05/2026

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ვანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ღონისძიებები:

12:00 საათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა (გაგა ტყემალაძის სახელობის სკვერი).
16:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

Photos from ვანის მუნიციპალიტეტის მერია's post 21/05/2026

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე სოფელ ამაღლებაში, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ დოღს დაესწრნენ.
დოღში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და რეგიონიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა.
შეჯიბრი გაიმართა ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, რომელში გამარჯვებულებიც სხვადასხვა წონითი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ.
დოღსა და მარულაში გამარჯვებულებს სიგელები, მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
შეჯიბრს ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე მოადგილეებთან ერთად.

Want your business to be the top-listed Government Service in Vani?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

თავისუფლების ქ. N65
Vani
1900