დოკუმენტების სერვისების სააგენტო/dsa
#დოკუმენტებისსერვისებისსააგენოტო
#DSA #საქრთველოსმოქალაქეებისმომსახურებისცენტრიათენში
29/04/2026
🚨 სიახლე საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის!
თუ საბერძნეთში ცხოვრობდით და გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებთ, შესაძლებელია მოითხოვოთ ე.წ.„მეორე შანსის“ ბინადრობის ნებართვა (Άδεια διαμονής δεύτερης ευκαιρίας)
📌 ვინ შეიძლება ისარგებლოს:✔ ცხოვრობდით საბერძნეთში 2014 წლიდან 2026 წლის 6 თებერვლამდე✔ ამ პერიოდში გქონდათ მინიმუმ 5 წელი ლეგალური ბინადრობა✔ არ დაგიტოვებიათ ქვეყანა ხანგრძლივი პერიოდით (განსაკუთრებით 6 თვეზე მეტი ვადით)
📄 საჭირო დოკუმენტები:• მოქმედი პასპორტი• კერძო დაზღვევა• ცნობა პოლიციიდან (ქვეყანაში შესვლა-გასვლის შესახებ)• ძველი ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი საბუთები• სახელმწიფო მოსაკრებელი – 300€
📌 მნიშვნელოვანია:⚠️ აუცილებელია დაადასტუროთ, რომ რეალურად ცხოვრობდით საბერძნეთში (მაგ: AFM, AMKA, ქირის კონტრაქტი, სამუშაო და სხვა)⚠️ განაცხადი არ არის ავტომატურად დასამტკიცებელი — თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება
💻 განაცხადის შეტანა ხდება ონლაინ, Υπουργείο Μετανάστευσης και Ασύλου ოფიციალურ ვებ-გვერდზე
📅 დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცემა 2 წლიანი ბინადრობის ნებართვა
ℹ️ გირჩევთ, განაცხადის გაკეთებამდე გადაამოწმოთ თქვენი მდგომარეობა სპეციალისტთან
📩 სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში კონსულტაციისთვ
26/04/2026
როგორ გავხდეთ საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მივიღოთ უმაღლესი განათლება უფასოდ !
🇬🇷 ბაკალავრიატი საბერძნეთში — უცხოელი აბიტურიენტისთვის (2026)
🔹 ვინ ითვლება უცხოელ აბიტურიენტად?
უცხოელი (allodapos) არის ის პირი, ვინც:
• არ ცხოვრობს მუდმივად საბერძნეთში,
• არ აქვს ბერძნული სკოლა დამთავრებული საბერძნეთში ან უცხოეთში,
• არ აქვს საბერძნეთის მოქალაქეობა.
📥 განაცხადის პროცესი
⏳ როდის:
• ჩვეულებრივ ივნისის ბოლოს – ივლისის შუა რიცხვებში.
📑 საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
1. სასკოლო ატესტატი;
2. ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ატესტატი უფლებას განიჭებთ, სწავლა გააგრძელოთ უმაღლეს სასწავლებელში;
3. ცნობა იმის თაობაზე, რომ სკოლა, რომელიც დაამთავრეთ, ფუნქციონირებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
4. ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ სრულად გაიარეთ საშუალო სკოლის ბოლო ორი წლის სასწავლო კურსი ანუ არ სწავლობდით დაუსწრებლად;
5. ცნობა თქვენი და თქვენი მშობლების ეროვნების შესახებ (აქ იგულისხმება, რომ არც ერთი თქვენგანი არ უნდა იყოს ბერძნული წარმოშობის);
6. ცნობა, რომელშიც მითითებულია თქვენი მოქალაქეობა.
7. ნიშნების ფურცელი.
🏫 სწავლის დაწყება
• სწავლის წელი იწყება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში.
• სწავლის ხანგრძლივობა ბაკალავრიატზე ჩვეულებრივ 4 წელია.
• სწავლა უფასოა, ხოლო სტუდენტები იღებენ სტუდნეტურ ვიზას რომლითაც ეძლევათ აქვთ უფლება დასაქმდნენ ლეგალურად საბერძნეთში.
ასევე ყველა სტუდენტი მიიღებს უფასოდ წიგნებს და ხშირად — სტუდენტურ ბარათს ფასდაკლებებით მგზავრობისთვის.
დაგვიკავშირდით აქ 📥
03/04/2026
🌐 2026 წლის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა დაიწყო!
ნუ გადადებთ ბოლო წუთს და ნუ შექმნით ისეთ ვითარებას რომ შემდგომ ჯარიმა მოგიწიოთ !
მობრძანდით დოკუმენტების სერვისების სააგენტო ში და მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება ჩვენთან, ჩვენს ფინანსურ საკითხებზე სპეციალიზირებულ ბუღალტრებთან ერთად, რომლებიც საქმეს სათანადო პასუხისმგებლობით და პროფესიონალური ხელმძღვანელობით ასრულებენ.
📞 დაგვიკავშირდით და ჩანიშნეთ ვიზიტი სერვისის მისაღებად ან მოგვწერეთ ვაც აპზე #6994442225
✅️ჩვენი მისამართი თქვენთვის ხელმისაწვდომ ლოკაციაციაზე მათ შორის კვირა დღეს 3 დან 6 საათამდე პერიოდში.
🌐აგიო კონსტანტინოს 6 , მეორე სართული , ომონია, ათენი.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Telephone
Website
Address
Athens
10431
