მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

Share

MUKHRAN VAKHTANGADZE BATUMI SPORTS PALACE The existence of sports schools in Adjara has nine decades of history.

სპორტული სკოლების არსებობას აჭარაში ცხრა ათეული წლის ისტორია აქვს. პირველი ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სპორტული სკოლა ბათუმში 1935 წელს დაფუძნდა. სანამ თანამედროვე სტანდარტებს მიაღწევდა, იგი ხუთ ძირითად სპორტის სახეობას აერთიანებდა. დროთა განმავლობაში კი ჩვენს ქალაქში კიდევ რვა ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა.
2006 წლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ, ზემოაღნიშნული სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 14/06/2026

ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენი, საქართველოს რაპირით მოფარიკავეთა ნაკრების წევრი, ანანო ჯინჭარაძე აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, იმყოფება.

ანანო ჯინჭარაძე, იმ საერთაშორისო შეკრების მონაწილეა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ საფარიკაო კლუბში „Epic Fencing Club Atlanta” 11-27 ივნისს მწვრთნელის, დიმიტრი რომანკოვის ხელმძღვანელობით ტარდება.

12/06/2026

🔹აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ სპორტულ აკრობატიკაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

ტურნირზე, 11-16 წლის სპორტსმენთა შორის, მეორე ადგილზე, აჭარის ნაკრები გუნდის გოგონათა სამეული გავიდა, რომელიც ჩვენი სასახლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული :🥈ნუკი ქათამაძე, ნინო სურმანიძე და ნუცა გიორგაძე.

ვულოცავთ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ამ წარმატებას.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 05/06/2026

ხელბურთში, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული, აჭარის ვაჟ - ხელბურთელთა ნაკრები გუნდი გახდა.

აღსანიშნავია ,რომ ნაკრები ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.

გამარჯვებას ვულოცავთ, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს.

05/06/2026

ბათუმში მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მძლეოსნობაში, საერთო გუნდურ ჩათვლაში, აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ პირად მწვრთნელებს: კახა ვაჩეიშვილს, კახა ხომერიკს, ილია ვაშალომიძესა და დავით ონიაშვილს.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 05/06/2026

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, გამარჯვებულები და პრიზიორები ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში გამოვლინდნენ, სადაც ჩვენის სასახლის სპორტსმენბის სახელზე ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალია:

I - მიხეილ ბერიძე ( 92კგ)
III - ნიკა ჯავახიძე (48კგ)
III - აჩი მელაძე (55კგ)
III - ლუკა მუშაბაძე (71კგ)

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ პირად მწვრთნელებს.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 05/06/2026

ბათუმში მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მხატვრულ ტანვარჯიშში, საერთო გუნდურ ჩათვლაში, აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული, ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებს - მარიამ ბოკელავაძეს, სოფია ტუგანსკს, აგნია ტუგანსკს, თეკლა თავითაძეს, მათ მწვრთნელებს ელმირა გაზიევასა და ლია კვირიკაძეს.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 05/06/2026

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ახალგარზდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ტაეკვონდოში, ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ, სადაც აჭარის ნაკრების სახელით ჩვენი სასახლის სპორტსმენები ასპარეზობდნენ და მათი მონაგარი ასეთია:

ანა ცეცხლაძე (-49)🥇
ეთერ ხაჟომია (-63)🥇

სალი პლატონაძე (-55)🥈
ვიოლა ცეცხლაძე (-44)🥈

საბა ზოიძე (-63)🥉
გიორგი ბერიძე(-55)🥉

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ პირად მწვრთნელებს აკაკი ცენტერაძესა და თემურ ღლონტს.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 03/06/2026

დღეს, მუხრამ ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, სტარტი აიღო საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა.

მომდევნო დღეების განმავლობაში, ბათუმის სპორტის სასახლე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ნიჭიერ სპორტსმენებს სპორტის მრავალ სახეობაში უმასპინძლებს, სადაც ჩვენი სასახლის სპორტსმენები კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ბადმინტონში, მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ძიუდოში, ქართულ ჭიდაობასა და ტაეკვონდოში გამოცდიან ძალებს.

შემოგვიერთდით, ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ ჩემპიონებს!

03/06/2026

🚨🇬🇪 ქვიშის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე U20 ასაკის სპორტსმენებს შორის, ჩემპიონის ტიტული, თ / ჭიდაობაში, ჩვენი სასახლის სპორტსმენმა, ბოგდან კვანტალიანმა მოიპოვა ✅

✊🇬🇪 მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენსა და მის პირად მწვრთნელს🙏

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 03/06/2026

წყალტუბო, ტეკვონდოში, იმერეთის ღია პირველობას მასპინძლობდა, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა და ანგარიშზე 4🥇ოქროს, 4🥈ვერცხლის და 5🥉ბრინჯაოს მედალია:

დიდების ასაკში, ჩემპიონის ტიტულს
მაია ძირკვაძე (-57კგ) დაეუფლა. მეორე ოქრო, მაია ძირკვაძემ ახალგაზრდებ შორის მოიპოვა; (სპორტსმენი / მწვრთნელი)

ტურნირის გამარჯვებული კადეტთა შორის სანდრო ცეცხლაძე (-37კგ) გახდა;

უმცროსი ასაკის კადეტთა შორის ოქროს მედალს
დემეტრე ხალვაში (-25კგ) დაეპატრონა;

ვერცხლის მედლები მოიპოვა:
დიდები:
ნათია დევაძე( -57კგ);

ახალგაზრდები:
ქეთევან ძირკვაძე (-52კგ);

კადეტები:
ანდრია ქუმსიაშვილი (-37კგ);

უმცროსი ასაკის კადეტები:
დემეტრე ჩაჩუა (-27კგ);

ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ:

კადეტები:
ზურა ხუნდაძე( -37კგ); ალექსანდრე დევაძე (-33კგ);
ილია ჯორბენაძე (-33კგ);
ენრიკე შარაშიძე (-49კგ);

უმცროსი ასაკის კადეტები:
ბესარიონ კაკაჩია (-27კგ);

ვულოცათ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, თემურ ღლონტსა და ზაზა ჭანტურიას მიღწეულ შედეგს და მომავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Str. Leonidze 15
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00