ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

Share

კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

Photos from ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი's post 15/06/2026

ედმუნდ კალანდაძის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ წარმატებით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი — მასტერკლასი „ქვების ხელოვნება“ (Pebble Art), რომელიც მხატვარ ხათუნა დოლიძის პერსონალური გამოფენის „ყველა ფერი ერთად“ ფარგლებში ჩატარდა.
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო 9 საჯარო სკოლის 53-მა მოსწავლემ, რომლებმაც აითვისეს “ქვის ხელოვნების ტექნიკა, გაეცნენ ბუნებრივი ფორმების მხატვრულ გადაწყვეტას და განავითარეს გუნდური მუშაობის უნარები.
პროექტმა ხელი შეუწყო კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზის პოპულარიზაციას მოზარდებში.

Photos from ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი's post 04/06/2026

პროექტ"ცოცხალი წიგნების" ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები.

26/05/2026

,,რომ შემეკითხონ, თუ ვინ უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ღმერთი თუ მოყვასი, ვუპასუხებ, რომ ეს ორი რამ არ არის ურთიერთისგან განვითარებული, რადგან ღმერთი განკაცებით მოყვასად იქცა, ხოლო კაცური საწყისის, ანუ იესოს უკვდავყოფით, კი მან ღმერთად აქცია მოყვასი“.

„ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, უპირველეს ყოვლისა იგია ადამიანისადმი,მოყვასისადმი უსასყიდლო სიყვარული. ამიტომაცაა იგი ჰუმანისტური კულტურის ერთადერთი მასაზრდოებელი წყარო“.
მერაბ კოსტავა.

Photos from ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი's post 25/05/2026

#სამუზეუმოკვირეული2026
#მუზეუმებიაერთიანებენდაყოფილსამყაროს
სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში, გურიის ერისთავების რეზიდენციაში, გაიმართა ღონისძიება: " გურიის ერისთავები-ჩაის პირველი პროდუქციის მწარმოებლები საქართველოში".
175 წლის შემდეგ, ერისთავების რეზიდენციაში, პირველად მოხდა ისტორიის გაცოცხლება-სიმბოლური ჩაის დაკრეფა.
ჩაის კულტურის ცნობიერების ამაღლების და გურიის ერისთავების როლზე ჩაის წარმოებაში ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის, ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორმა,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრმა,აკადემიკოსმა,ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა,პროფესორმა თემურ რევიშვილმა და საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის მეცნიერ თანამრომელმა,ინჟინერმა,ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ბახვა დოლიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩაის ფაბრიკების გაერთიანების ყოფილი დირექტორი მამია ბარამიძე,მეორე ჩაის ფაბრიკის ყოფილი დირექტორი მანანა ძნელაძე და ადგილობრივი მეწარმეები.
საღამოზე მოხდა ბროშურის: "ჩაის კულტურა საქართველოში"პრეზენტაცია.
ღონისძიება ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
ფოტო: ია ტაკიძე

21/05/2026

#სამუზეუმოკვირეული2026მუზეუმებიაერთიანებენდაყოფილსამყაროს.
გურიის ერისთავების რაზიდენცია, 25 მაისს, 15 საათზე, გიწვევთ ღონისძიებაზე:" გურიის ერისთავები-ჩაის პირველი პროდუქციის მწარმოებლები საქართველოში."

Photos from ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი's post 19/05/2026

#სამუზეუმოკვირეული2026მუზეუმებიაერთიანებენდაყოფილსამყაროს.
#ჩოხატაურისნიკობერძენიშვილისსახელობისმხარეთმცოდნეობისმუზეუმი
სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღონისძიება: „ახალგაზრდა პოეტების შემოქმედება.“
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურელი პოეტები: ფიქრია ბეღელაძე, მარიამ გიორგაძე, მარიამ ბარამიძე, გიორგი ჯინჭარაძე. ემიგრაციიდან ჩაერთო მარიამ მიქაძე.
ახალგაზრდა პოეტებს საკუთარი ლექსი მიუძღვნა მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა რუსუდან კალანდაძემ.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს კვარტეტმა: „ქალაქური ჰანგები” და ანსამბლმა „ამაღლებამ“.
„ნიჭიერების ზეიმი“ - ასე შეაფასეს საღამო მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც უდიდესი მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს დაუვიწყარი დღისთვის.
ღონისძიება ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
ფოტო: იამზე ვაჩეიშვილი

18/05/2026

#მუზეუმებისსაერთაშორისოდღემხარეთმცოდნეობისმუზეუმი.
ნიჭიერების ზეიმი

2026 – მუზეუმის საერთაშორისო დღე/კვირეულის პროგრამა საქართველოს მუზეუმებში 18/05/2026

:

2026 – მუზეუმის საერთაშორისო დღე/კვირეულის პროგრამა საქართველოს მუზეუმებში „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ - 18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე; ; ICOM – მუზეუმების საერთაშორისო ....

15/05/2026

#მუზეუმებისსაერთაშორისოდღე2026 -მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის მუზეუმებში დაგეგმილია შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
18 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა მუზეუმში დამთვალიერებელთა შესვლა თავისუფალია!

Want your business to be the top-listed Government Service in Chokhatauri?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


2 Dumbadze Str
Chokhatauri
4900