ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality

ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality

Share

This is the official Keda Municipality page. Learn more at http://Keda.ge Keda Municipality is located in Ajara region, Georgia (Country).

Mayor: Roland Beridze
Administrative center: Keda
Municipality area: 452 sq.m. Population: 21 244
Distance from Batumi: 42 km

31/05/2026
Photos from ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality's post 30/05/2026

ხულოში, ღორჯომში, თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი ,,სახლიდან სამშობლომდე” გაიმართა.

კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ,,კულტურა მთაში” ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2026 წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.

ღორჯომის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
🔹ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - ,,ბერმუხა“
🔹ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი- ,,იაგუნდი“
🔹 ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი- ,,ათძალი“
🔹ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ღორჯომი“
🔹ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული დიდაჭარის სასოფლო კლუბის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი- ,,მერმისი“
🔹ხულოს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ციცინათელა“
🔹ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხიხანი“
🔹ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - ,,ჭვანა“
კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ეროვნული სამოსის და ადგილობრივების მიერ ხელით შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.

29/05/2026

🎈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
დასაწყისი — 12:00 საათი
ღონისძიება გაიმართება დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება:
12:00 საათი — ღონისძიება გაიხსნება დაბა ქედის N1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მუსიკალური ნომერით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
13:00 საათი — ანიმატორებისა და ჯამბაზების გასართობი შოუ. გაიმართება ფოტოსესია მულტფილმის გმირებთან.
დღის განმავლობაში პატარებს ელოდებათ:
▪️ დეკორატიული სივრცეები
▪️ საქანელები
▪️ ბუშტებისა და ყვავილების გირლიანდები
▪️ ფოტო სტენდები
▪️ ხატვის კუთხე
▪️ სახეზე ხატვა
▪️ უფასო ნაყინი

Photos from ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality's post 29/05/2026

ქედის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 216-ე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. მათ შორის, სტატუსის მინიჭების 7 განაცხადი და მონიტორინგის სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები, რომლის საფუძველზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ბადრი სურმანიძე უძღვებოდა.

Photos from ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality's post 28/05/2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ, სამინისტროს ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა. დოკუმენტი ორიენტირებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მდგრად მართვაზე.

სამინისტრო 2027 წელს 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას განახორციელებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2026 წელთან შედარებით, 14%-ით იზრდება და 46 640 280 ლარით განისაზღვრება.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

Photos from ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality's post 27/05/2026

გილოცავთ მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ყურბან ბაირამს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ყურბან-ბაირამის დღესასწაული ცხმორისის მრევლს მიულოცა. მორწმუნეებს დღესასწაული ასევე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ყურბან ბაირამი არის სიკეთის, თანადგომის, მოწყალებისა და ერთმანეთისადმი სიყვარულის სიმბოლო. ეს დღე ადამიანებს ღმერთთან სულიერ დაახლოებას, მოყვასის დახმარებასა და კეთილი საქმის მნიშვნელობას ახსენებს.

ყურბან-ბაირამს სამ დღეს ზეიმობენ. ტრადიციულად, ყურბანი ნაწილდება ოჯახში, ახლობლებსა და იმ ადამიანებში, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მშვიდობას და ჯანმრთელობას.

26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

Photos from ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality's post 26/05/2026

🇬🇪 ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

🇬🇪 ღონისძიება დაბა ქედაში, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერ ყადირ შერვაშიძის სკვერში გაიხსნა.

🇬🇪 ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ მოწვეულ სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცეს და სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

🇬🇪 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფლეშმობი ცეკვა ,,ხორუმი. გაიმართა სპორტული შჯიბრი გოგონებსა და ბიჭებს შორის მარათონი ,,გეზრბენში“ და ბირთვის კვრაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო პატარებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ხატვის კუთხე, სახეზე ხატვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

🇬🇪 აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.

#26მაისი #ესდღეჩვენია

Photos from ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality's post 26/05/2026

ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით მიმდინარეობს.

ღონისძიება დაბა ქედაში, დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერ ყადირ შერვაშიძის ბიუსტი, ფოლკლორული ანსამბლის ,,ელესას“ საგალობლის ფონზე ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები მარათონი ,,გეზრბენში“ და შეჯიბრი ბირთვისკვრაში, ასევე მოეწყო ფლეშმობი.

ღონისძიება ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში არსებულ სცენაზე, ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით გაგრძლდება. ასევე, საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვდება.

17:10 საათი - შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.

Want your business to be the top-listed Government Service in Keda?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


M. Kostava Street 3
Keda
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00