27/02/2026
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია.
მისი უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც აღნიშნული თარიღიდან განახორციელებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ზედამხედველობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სოციალური ქსელები წყვეტს ფუნქციონირებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
🏢 სახელმწიფო აუდიტის სამსახური
📘 Facebook: https://www.facebook.com/www.sao.ge
📞 ტელ.: (032) 243 84 38
10/12/2025
გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს!
გიზიარებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024–2025 წლების გადაწყვეტილებების კრებულს, რომელიც საქართველოს საზედამხედველო ორგანოს უახლესი პრაქტიკის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.
,,პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებული მოიცავს სამსახურის სამართლებრივ არგუმენტაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე და 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების თუ ახალი სამართლებრივი ინსტიტუტების ანალიზს. პრეცედენტული პრაქტიკის გაზიარებით სამსახური მიზნად ისახავს, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება და მონაცემთა სუბიექტების უფლებების სათანადო დაცვა.
გადაწყვეტილებების კრებული ასევე წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესახებ სამსახურის საერთო ხედვასა და ღირებულებებს. მასში დეტალურად არის განხილული საზედამხედველო ორგანოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა. გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობისა და სამართლებრივი მსჯელობის განვითარების მაგალითზე, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ ტენდენციებს და სამსახურის სამართლებრივ შეფასებებს საჯარო, კერძო და სამართალდამცავ სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესებთან დაკავშირებით. კრებული განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის. " - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი.
ვრცლად 👉 https://shorturl.at/E6alp
08/12/2025
📃 გიზიარებთ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მეთოდოლოგიას!
📌 წინამდებარე ინსტრუქცია ეფუძნება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების წესთან დაკავშირებით ეროვნულ კანონმდებლობას, სასამართლო პრაქტიკას, ასევე ევროპული სამართლის კვლევას და განსაზღვრავს სახდელის სწორად შერჩევისა თუ მისგან გათავისუფლებისას გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებს.
✔ აღნიშნული სახელმძღვანელო ინსტრუქციის არსებობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების პროპორციულობას, სამართლიანობას და თანმიმდევრულობას.
🎯სახდელის დადებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მეთოდოლოგიის განსაზღვრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიან და ერთგვაროვან იმპლემენტაციას.
👉🏻https://pdps.ge/files/content/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90_1765177199.pdf