14/05/2026
✅ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში სტაჟირება გაიარონ.
🔸სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გამართულ შეხევედრაზე სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ აღნიშნა, რომ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ გადამზადებას, ასევე პრაქტიკულ საველე სწავლებას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში განავითარონ.
🔸შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დარგში ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე.
✅„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერა და მათი ჩართულობა წიაღის სექტორის განვითარებაში. დღეს დარგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური გეოლოგების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა სტუდენტებს მივცეთ პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და შემდგომი დასაქმების რეალური შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ცოდნა, ენერგია და თანამედროვე ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგის განვითარებაში“,- განაცხადა აბელ აბესაძემ.
🔸შეხვედრას ესრებოდნენ სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სააგენტოში დასაქმებული გეოლოგები, რომლებმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
11/05/2026
➡️ გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები:
✅ სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რესურსების მართვის კვირეულს დაესწრო.
✅ სტუდენტების პროფესიული განვითარების მიზნით მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
07/05/2026
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
🔰მემორანდუმს ხელი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა მოაწერეს.
🟢დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე საგანმანათლებლო და პროფესიული მიმართულებით კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას.
თანამშრომლობა განსაკუთრებულად მოიცავს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
🔰მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სააგენტოში გაიარონ პრაქტიკული სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული გამოცდილების დაგროვებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
04/05/2026
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, გამართულ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რესურსების მართვის კვირეულსა და რესურსების მართვის ექსპერტთა ჯგუფის მე-17 სესიას(EGRM-17) დაესწრო.
🔶კვირეულის მთავარი თემა “მდგრადობის უზრუნველყოფა რესურსების მართვაში” იყო. სესიის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და დისკუსიები, რომლებიც გაეროს რესურსების ჩარჩო კლასიფიკაციის(UNFC) და რესურსების მართვის სისტემის (UNRMS) დანერგვის საკითხებს შეეხებოდა.
🔸დისკუსიებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რესურსების მდგრადი და გამჭვირვალე მართვის ხელშეწყობას, ასევე UNFC-ისა და UNRMS-ის ფარგლებში ინოვაციური მიდგომების განვითარებას. მონაწილეებმა იმსჯელეს კრიტიკული ნედლეულის პასუხისმგებლიანი განვითარების მნიშვნელობაზეც, გაეროს შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით.
🔶ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა გაეროს რესურსების ჩარჩო კლასიფიკაციასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
24/04/2026
✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.
♻️ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც შერჩეულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ნერგები დარგეს. აქცია მიზნად ისახავს გარემოს დაცვის პროცესში თანამშრომელთა აქტიურ ჩართულობას.
🔰მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის, აბელ აბესაძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის და მწვანე სივრცეების განვითარების ხელშეწყობისთვის.
✅”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა სასარგებლო წიაღისეულის პასუხისმგებლიან მართვასთან ერთად მოიცავდეს ისეთ ინიციატივებსაც, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას. ხეების დარგვის აქცია წარმოადგენს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერისა და მომავალი თაობებისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ”,-განაცხადა აბელ აბესაძემ.
♻️მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას.
15/04/2026
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტამბოლში გამართულ რიგით მე-12 საერთაშორისო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გამოფენას დაესწრო.
🔸გამოფენის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ სამთო-მოპოვებით სექტორში გამოყენებულ თანამედროვე ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.
🔰აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და წარმომადგენლობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს 750-ზე მეტ ორგანიზაციასა და 25 000-ზე მეტ დაინტერესებულ პირს წიაღის სექტორიდან. ღონისძიება მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების გაცნობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
🔸მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით.