15/05/2025
თეატრის თემა ამჯერად მეხუთე კლასში გრძელდება, მოსწავლეებმა თეატრის მხატვრის ამპლუა მოირგეს, დახატეს პერსონაჟები, ესკიზები, ჩაცმულობა, აქსესუარები, შექმნეს ნიღბები და მოირგეს როლები, კლასში გააცოცხლეს პატარა ეპიზოდები სპექტაკლიდან...
გამოთვეს მოსაზრებები, იმსჯელეს გუნდურ სამუშაო პროცესზე...
პედაგოგი: ირინე ჩუტკერაშვილი.
14/05/2025
მეოთხე კლასში ხელოვნების გაკვეთილზე სახალისო ატქივობა "ჩრდილების თეატრი" შევასრულეთ....
პატარებმა შეარჩიეს ლიტერატურული ნაწარმოები,დახატეს ესკიზები, თავისი ხელით დაამზადეს სპექტაკლის თოჯინა პერსონაჟები და გააცოცხლეს ისინი სცენაზე...
აღმოვაჩინეთ რომ თეატრი უამრვი პროფესიის ადამიანს აერთიანებს და აქ მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა...💗
პედაგოგი: ირინე ჩუტკერაშვილი💗
30/04/2025
გამოფენა სახელწოდებით ...."და როგორია შენი სახლი?!" ჩვენი სკოლის ფოიეში გიმასპინძლებთ.
მე-7 კლასელების "სახალისო არქიტექტურის" თემის ირგვლივ ერთიანდებიან და გვთავაზობენ მათი ფანტაზიით შექმნილ ესკიზებს, რომლთა დათვალიერება მართლაც სიამოვნებას მოგანიჭებთ🥰
ხელოვნება გვაერთიანებს!!!💗
27/12/2024
📍 10-1 კლასში პროექტ ,,გარდატეხის ასაკის თავისებურებების" ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
📌 პროექტის ავტორები:
ელენე თვალაბეიშვილი,
ლალიკო მოდებაძე,
ნათია პაპავა,
მარიამ მალიჩავა,
მარიამ მახათაძე,
ცოტნე სართანია.
📌 მოსწავლეებმა ბავშვებს დაურიგეს ,, ფლაერები" გარდატეხის ასაკის თემატიკით და აჩვენეს საინფორმაციო ვიდეო.
ბავშვებმა გაკვეთილზე გააფერადეს ,,ფლაერები",მიიღეს მეტი ინფორმაცია და რჩევა გარდატეხის ასაკთან დაკავშირებით.