საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

Share

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

სამინისტროს საქმიანობის სფერო:

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი საკვანძო საჯარო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინდობილ სფეროში ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ს

Photos from საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო's post 12/06/2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების საპროექტო კონკურსებში გამარჯვებული არქიტექტურული ბიუროების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებთანაც ფონდს შესაბამისი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალური პროექტირების ეტაპები, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადები და ტექნიკური საკითხები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. მისი განცხადებით, არქიტექტურული კონკურსების პრაქტიკის დანერგვით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომლის მიზანიც თანამედროვე, ხარისხიანი და გამორჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნაა.

„სამინისტრო მზად არის, არქიტექტორებთან ერთად იმუშაოს ყველა იმ საკითხის მოგვარებაზე, რომელიც პროცესში წარმოიშობა. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად ჩავერთვებით შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაშიც. სახელმწიფომ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ანალოგიურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას ელოდება არქიტექტურული ბიუროებისგანაც“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტირების სამუშაოების დროულად დასრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამშენებლო პროცესის დროულად დაწყებისა და პროექტების დაგეგმილ ვადებში განხორციელებისთვის.

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაგეგმილი პროექტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული სივრცეებისა და სტადიონების შექმნას ისახავს მიზნად, რაც ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ზრდას.

11/06/2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში"

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12
Tbilisi