ქართული რეფორმების საერთაშორისო აღიარება!
23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს უმასპინძლებს.
🔗 მეტი ინფორმაციისთვის: https://unpsf2026.org/en
აღსრულების ეროვნული ბიურო
National Bureau of Enforcement of Georgia, legal entity of public law of Ministry of Justice of Georgia
აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულება.
18/06/2026
თავდები სრულ პასუხისმგებლობას იღებს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
🔹თუ მოვალე სესხს არ დაფარავს, პასუხისმგებლობა თავდებსაც დაეკისრება.
🔹სანამ თავდებობას დათანხმდებით, ყურადღებით შეაფასეთ შესაძლო ფინანსური რისკები და სამართლებრივი შედეგები.
🔹ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის სრულ გაცნობიერებას უნდა ეფუძნებოდეს.
🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე!
11/06/2026
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ინოვაციების დანერგვა და ინსტიტუციური გაძლიერება კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.
აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით აღინიშნება, მიზნად ისახავს აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი როლის ხაზგასმას სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში.
ღონისძიების ფარგლებში, პაატა სალიამ, ბიუროს ხელმძღვანელთან ლაშა მოძღვრიშვილთან ერთად, პროფესიული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

29/05/2026
აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის იუნკერები გაეცნენ
სააღსრულებო წარმოების თავისებურებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ იუნკერებს ინფორმაცია მიაწოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი მაჭავარიანმა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებს; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მედიაციაზე, როგორც სამართლებრივი დავების მოგვარების მშვიდობიან და თანამედროვე ინსტრუმენტზე.
დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკული შემთხვევების განხილვას დაეთმო.
მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათში აღმასრულებლის პროფესიის პოპულარიზაცია.
🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია
🇬🇪 თბილისი 2026
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
აღმაშენებლის ხეივანი № 99
Tbilisi
0131
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |