საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

Share

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი

12/06/2026

🇬🇪 🤝 🇨🇳 „ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საფინანსო სექტორში“, - ნათია თურნავა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა. აღინიშნა სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსური ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის კუთხით.

🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-PBOC-2026

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 12/06/2026

🇬🇪 🤝 🇨🇳 შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.

აღინიშნა სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-PBOC-2026

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგან 12/06/2026

🇬🇪 🇨🇳 ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBOC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა.

მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.

ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე.

🌐 ვრცლად - bit.ly/PBOC-BIS-SYMPOSIUM

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწ...

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 11/06/2026

📊 🇬🇪 📈 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ IV მუხლის კონსულტაციების ანგარიში გამოაქვეყნა.

სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.

🔗 ვრცლად - bit.ly/სებ-სსფ-2026

International Monetary Fund |

10/06/2026

📊 🇬🇪 📈 სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით $100 მლნ-ის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა.

მიმდინარე შესყიდვის შედეგად, მონეტარული ოქროს წილი ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს.

აღსანიშნავია საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტრენდი, რის შედეგადაც რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - $7.0 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო მათი მოცულობა International Monetary Fund-ის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 114.8%-ს შეადგენს.

🔗 ვრცლად - bit.ly/მონეტარული-ოქრო-2026

05/06/2026

📊 🇬🇪 📈 2026 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.0 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე International Monetary Fund-ის ადეკვატურობის საზომის, ე.წ. ARA მეტრიკის 100-პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით, 114.8% შეადგენს.

🔗 ვრცლად - bit.ly/რეზერვები-2026

05/06/2026

🇬🇪 🇬🇧 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ლონდონში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში, რომელშიც 15-მდე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი მონაწილეობდა.

„ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ამ მიზნის მისაღწევად ვაგრძელებთ თანმიმდევრული და წინდახედული პოლიტიკის გატარებას. ეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და ინვესტორთა ნდობის მნიშვნელოვანი საფუძველია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტი სარეიტინგო სააგენტოების - Moody’s-სა და S&P-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

🔗 ვრცლად - bit.ly/London-CEEMEA-Small-Talks

04/06/2026

📊 #თვისმიმოხილვა | გაეცანით მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიახლეებს

გაიგეთ მეტი: bit.ly/ივნისი-2026 👈

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 04/06/2026

🇬🇪 🇦🇲 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ Central Bank of Armenia-სა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ (RBWC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

პანელური დისკუსიისას იმსჯელეს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობაზე, ინფლაციის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი გლობალური გაურკვევლობის გავლენაზე მონეტარულ პოლიტიკაზე.

როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო წლებში შეძლო როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.

მისივე თქმით, ამ შედეგს საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის ფრთხილი და წინმსწრები მონეტარული პოლიტიკა, მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-CBA-RBWC

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 04/06/2026

🇬🇪 🤝 🇦🇲 საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Bank of Armenia - ის დელეგაცია ეწვია.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, სებ-ის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის (ACH) სისტემების განახლების პროექტის განხორციელების გამოცდილება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში წარმატებით დასრულდა.

მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების სამომავლო მიმართულებები, მათ შორის - მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, 24/7 რეჟიმში ოპერირების უზრუნველყოფა, ISO 20022 სტანდარტის გამოყენება და განვითარების სხვა შესაძლებლობები.

🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-CBA-2026

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


1, Zviad Gamsakhurdia Embankment
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00