თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums

თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums

Share

The Union of Tbilisi Municipal Museums” was founded on July 29, 2016. It unites 9 independent museums in a single institution.

Most of the museums have operated for many years and protected Georgian cultural and historical heritage. თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 29 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით (30.02.651) დაარსდა და წარმოადგენს 9 დამოუკიდებელი მუნიციპალური მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია იცავენ და პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს კულტურულ და

Mobile uploads 20/06/2026

საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის „მუზეუმების გაერთიანების" 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიგა დაიაურმა წარმოადგინა. გიგა დაიაურმა ასევე ისაუბრა მუზეუმების საფონდო კოლექციების მართვისა და განვითარების პროცესზე, ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია-სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

დღესვე, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენოსანის და ქართული ბალეტის ისტორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ზურაბ კიკალეიშვილის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი განიხილეს.

ზურაბ კიკალეიშვილი ქართული ბალეტის ისტორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი ქართული კლასიკური ბალეტის ოქროს ხანაში მოღვაწეობდა ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის გვერდით. მისი შემოქმედება მოიცავს არაერთ გამორჩეულ სასცენო სახეს როგორც კლასიკურ, ისე ქართულ ბალეტებში. საქართველოს ბალეტის დასის პრემიერის რანგში ზურაბ კიკალეიშვილი მსოფლიოს წამყვან თეატრებში გამოდიოდა. სასცენო კარიერის დასრულების შემდეგ იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პედაგოგ-ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის სტატუსით საქმიანობდა. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული კულტურის ისტორიაში.

კომისიის წევრებმა ზურაბ კიკალეიშვილის მემორიალური დაფის განთავსების საკითხთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცეს, რომელიც განსახილველად თბილისის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.

18/06/2026

📢თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს სტაჟირებას – ქაღალდის კონსერვაცია -რესტავრაციის მიმართულებით

📚 სტაჟიორები ჩაერთვებიან:
• ქაღალდზე დაფუძნებული არტეფაქტების კონსერვაცია-რესტავრაციის პრაქტიკულ პროცესებში
• წერილობითი და საარქივო მასალების კვლევასა და ანალიზში
• პრევენციული კონსერვაციისა და დაცვის მეთოდების შესწავლაში
•წერილობითი ფონდისა და საარქივო მასალებთან მუშაობაში
• სამუშაო მასალებისა და ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოყენებაში
• საცავებში არსებული პირობების მონიტორინგსა და მართვაში
• მუზეუმის საკონსერვაციო მიმართულების ყოველდღიურ საქმიანობაში
•რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში

👤 ვისთვის არის ეს სტაჟირება?
სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც:
✔ აინტერესებს კონსერვაცია-რესტავრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
✔ სურს წერილობითი ფონდისა და არქივის მასალებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
✔ აქვს კვლევითი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
✔ სურს პროფესიული განვითარება სარესტავრაციო მიმართულებით

📨 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე:
[email protected]
📌 გთხოვთ,წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: რესტავრაცია

🗓️ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 ივლისი
📅 პროგრამის დაწყების თარიღი: 1 სექტემბერი
⏳ სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-9 თვე

🔸 სტაჟირების პროგრამა არ არის ანაზღაურებადი.

დაიწყე პროფესიული განვითარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში - ჩვენ გელით! 🏛️

18/06/2026

წერილი მაიკო ორბელიანისადმი

„მაიკო, რაცა გაქვს სათქმელი, რატომ არა მწერ? სულ ერთია, თუ პირად გითქვამს და თუნდ წიგნში მოგიწერია; თუ შენი ამბავია, ხომ იცი შევინახავ საიდუმლოდ და თუ ჩემი კარგი ამბავია და რატომ არ მანუგეშებ ამ დაობლებულს გულზედ?
ვისაც ვახსოვდე, მამიკითხე, და ვისაც არა..... რაც მოუვიდეთ, მოუვიდეთ!
შენი მარადის უცვალებელი ძმა ტ ა ტ ო.“

#ამონარიდი #წერილები #ნიკოლოზბარათაშვილი

16/06/2026

📢თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს სტაჟირებას!

📚 სტაჟიორები ჩაერთვებიან:
•⁠ ⁠ექსკურსიების დაგეგმვასა და ჩატარებაში;
•⁠ ⁠საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში;
•⁠ ⁠⁠სოციალური მედიისათვის მასალის შექმნასა და განთავსებაში;
•⁠ ⁠⁠გრაფიკული ვიზუალების შექმნაში;
•⁠ ⁠კურატორთან და საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორთან თანამშრომლობით, სხვადასხვა პროექტის შექმნა/წარმართვაში;
•ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და ადმინისტრაციულ-ფინანსური პროცესების გაცნობაში;
•⁠ ⁠მუზეუმის ყოველდღიურ საქმიანობაში.

👤 ვისთვის არის ეს სტაჟირება?
სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც:
✔ აინტერესებს მუზეოლოგია და საგანმანათლებლო საქმიანობა
✔ აქვს კომუნიკაციის, სწავლების ან სხვა სამუზეუმო მიმართულების ინტერესი
✔ სურს მუზეუმში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღება
✔ სურს გრაფიკული დიზაინისა და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით განვითარება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე:
📨[email protected]
📌 გთხოვთ, რეზიუმეში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი მიმართულება.

🗓️განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26 ივნისი
პროგრამის დაწყების თარიღი: 6 ივლისი
სტაჟირების პროგრამის მოცულობა: 3-6 თვე

🔸სტაჟირების პროგრამა არ არის ანაზღაურებადი.

დაიწყე შენი პროფესიული განვითარება მუზეუმში -ჩვენ გელით! 🏛️

#სტაჟირებისპროგრამა #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

15/06/2026

,,საღამოს 8 საათზე მოვიდა ჩემთან პროფესორი ჯ. გარბინი და მომიტანა ჩემი წიგნი, რომელიც იტალიურად გამოვიდა ნეაპოლში. სწორედ სასიამოვნო სიურპრიზია! წიგნი კოხტად და კარგადაა დაბეჭდილი, კარგ ქაღალდზე. ჩემი წიგნით იწყება ახალი სერია („სახელმძღვანელოები“), რომელიც სემიტოლოგიის კათედრამ დაარსა ნეაპოლის აღმოსავლურ ინსტიტუტში.”

ამონარიდი კოტე წერეთლის უბის წიგნაკიდან.
1971 წელი. რომი, იტალია.

#ამონარიდი #კოტეწერეთელი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

08/06/2026
Photos from თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums's post 08/06/2026

🌿 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი აქტივობებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და ტურებით უმასპინძლა. ♻️

05/06/2026

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება.

ეს მნიშვნელოვანი თარიღი მილიონობით ადამიანს აერთიანებს საერთო მიზნისთვის - დავიცვათ და შევინარჩუნოთ გარემო მომავალი თაობებისთვის. 🌿

#5ივნისი #დაიცავიგარემო #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

04/06/2026

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ღია კარის დღით აღნიშნავს. ♻️

ამ დღის ფარგლებში მუზეუმების სივრცეები დამთვალიერებლებს არაერთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას, ტურსა და მრავალფეროვან აქტივობას შესთავაზებს.

მუზეუმებში ვიზიტი და პროგრამებში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის თავისუფალია. 🌿

02/06/2026

მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ,,ცოცხლებს მაინც ვუშველოთ! ’’
2 ივნისი,1915 წელი.

,,ბევრს ჰგონია, რომ მეთვრამეტე საუკუნის დამლევს საქართველო სამარის პირას იდგა, ხოლო მეცხრამეტეში აღსდგა მკვდრედით, იმრავლა, მოღონიერდა და ქრისტიანმა ქართველობამ იმატა, სწორედ მეცხრამეტე საუკუნეში დავკარგეთ კულტურული ფასი და გავლენა. ვიცი, რომ ჩვენ წინაპართ მრავალჯერ სძლიეს ბედი, მრავალჯერ გადალახეს იგი, მრავალჯერ აღსდგნენ მკვდრედით და ეხლანდელ თაობამდე მოიტანეს დაფლეთილი ეროვნული დროშა, ჩაგვაბარეს და გვიანდერძეს. ატარეთ იგი და შემდგომ თქვენის მომავალ თაობას გადაეცით. ჩვენც მოვალენი ვართ ჩვენი ისტორიის წინაშე უვნებლად გავიტანოთ იგი მსოფლიოს ქარცეცხლში.”

#წერილები #მიხეილჯავახიშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


103 David Agmashenebeli Avenue
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:30
Saturday 10:00 - 18:30
Sunday 10:00 - 18:30