Italia-Georgia
Informazioni di contatto, mappa e indicazioni stradali, modulo di contatto, orari di apertura, servizi, valutazioni, foto, video e annunci di Italia-Georgia, Milan.
ACIGEA
Associazione Culturale Internazionale Ecumenica Cristiana
ITALIA - GEORGIA - EURASIA
legalmente costituita e ufficialmente riconosciuta da:
Stato Italiano, Unione Europea e Regione Lombardia
24/06/2026
24/06/2026
გამოფენა “მარჩელო”: იტალიური კინოს ლეგენდის მასპინძლობს თბილისი🇮🇹🎬🇬🇪
მსოფლიოში იტალიური კინოს მე-9 კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩომ თბილისში კინომოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა და მარჩელო მასტროიანისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას მართავს.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია (კურატორი: ლიკა მამაცაშვილი) აერთიანებს იური მეჩითოვის მიერ 1988 წელს გადაღებულ 60-ზე მეტ შავ-თეთრ ფოტოს. ეს არის უნიკალური ფოტორეპორტაჟი, რომელიც მასტროიანისა და ქართული კინოს ლეგენდების (ელდარ შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი, ირაკლი კვირიკაძე) შეხვედრებსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ კავშირებს ასახავს.
"იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობა ხანგრძლივ ტრადიციებსა და ურთიერთსიმპათიას ეფუძნება - ეს არის ნამდვილი ხიდი ჩვენს ხალხებს შორის."
- მასიმილიანო დ’ანტუონო, იტალიის ელჩი.
📌 არ გამოტოვოთ:
🖼️ ფოტოგამოფენა: ღიაა მნახველისთვის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (შოთა რუსთაველის გამზ. 7) 30 ივნისამდე.
🍿 კინოჩვენება: 25 ივნისი, 20:30 სთ-ზე, ღია ცის ქვეშ: იტალიისა და საფრანგეთის საელჩოების ორგანიზებით, გაიმართება კრისტოფ ონორეს ფილმის „ჩემი მარჩელო“ ჩვენება (მონაწილეობენ: კიარა მასტროიანი, კატრინ დენევი, სტეფანია სანდრელი).📍 მისამართი: 9 აპრილის ბაღი (შესვლა ხაზინის ქ. 4-ის მხრიდან). დასწრება თავისუფალია!
#იტალიურიკინო #მარჩელომასტროიანი #იტალიასაქართველო
24/06/2026
ქართველი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (1878-1939).
ნიკოლოზ (კოკი) დადიანი დაიბადა ქართველი დიდგვაროვნების ოჯახში: მამამისი გახლდათ ნიკოლოზ დადიანი, რომელიც იყო ჯერ ერევნის პოლკის კაპიტანი, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს ცხენოსან მილიციელთა ხელმძღვანელი. დედამისი - თამარ შარვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და გახლდათ.
პატარა ნიკოლოზი სოფელ ნოსირში იზრდებოდა, ბიძის, ივანე დადიანის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. 10-წლამდე სოფლის სკოლაში დადიოდა, ოჯახში მის აღზრდა-განათლებას ხელმძღვანელობდა პოლონელი ემიგრანტი დომბროვსკი. იგი მუდამ სიყვარულით იგონებდა თავის აღმზრდელს, რომელმაც შეაყვარა წიგნი და რაც მთავარია, ადამიანი. შემდგომში სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში.
კოკი დადიანის პირველი მეუღლე იყო ნინო მიქელაძე, რომლისგანაც მას შეეძინა ხუთი შვილი. სამწუხაროდ, ნინო მშობიარობას გადაჰყვა და გარდაიცვალა. ამან კოკი დადიანზე უზომოდ მწარედ იმოქმედა. 6 წლის შემდეგ მეორედ დაქორწინდა და ცოლად შეირთო მერი წერეთელი, რომელთანაც შეეძინა კიდევ სამი შვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში კოკი დადიანი მსახურობდა დავით მიქელაძის ასეულში ანტიეროვნული ამბოხების ჩასახშობად.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კოკი დადიანი ოჯახთან ერთად საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა 1921 წელს და გარდაცვალებამდე იქ ცხოვრობდა. გახლდათ პატრიოტული ორგანიზაციების ,,თეთრი გიორგისა" და ,,ქართლოსის" წევრი.
იგი ლევილის ქართულ მამულში საძმო სასაფლაოზე განისვენებს, რომლის საფლავს ამშვენებს უნიკალური ეპიტაფია: ,,მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა, ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა, სთქვი რომ წარწერა იხილე ლოდზე - ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!.."
ლუკა ყიფიანი
24/06/2026
გსურს მიიღო უნიკალური გამოცდილება სოციალური მედიის მართვის სფეროში და გახდე საქართველოში ყველაზე დიდი საპოლიციო გვერდის გუნდის წევრი?
ვაცხადებთ რედაქტორების მიღებას!
🔹 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრებ კანდიდატებს;
🔹 ასაკი: 17-დან 27 წლამდე;
🔹 ანაზღაურება: არ არის გათვალისწინებული;
🔹 სანაცვლოდ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას, ცოდნასა და შესაძლებლობას, ჩაერთოთ დიდი და აქტიური საინფორმაციო პლატფორმის მართვაში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, აქტიური, დაინტერესებული ხარ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პოლიციისა და საინფორმაციო საქმიანობის თემებით, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
📩 დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და მოკლედ მოგვიყევით თქვენი გამოცდილებისა და მოტივაციის შესახებ.
შეუერთდი ჩვენს გუნდს და მიიღე გამოცდილება, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგება!
Clicca qui per richiedere la tua inserzione sponsorizzata.
Ubicazione
Contatta l'azienda
Sito Web
Indirizzo
Milan
20124
